თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თსუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა და თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს ხელი. აღნიშნული დოკუმენტი სტუდენტური სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების საკითხებზე თბილისის მუნიციპალიტეტისა და უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, უნივერსიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, მერიასა და საკრებულოს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით უზრუნველყოფს. ამასთანავე, განხორციელდება ერთობლივი პროექტები. დღესვე, ანალოგიური ხელშეკრულება თბილისის მერიასთანაც გაფორმდა, რომელსაც ხელი დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ და თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს. ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე, უნივერსიტეტის ლექტორები და პროფესორები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები