რევაზ ასათიანი საქართველო-ფინეთის პირველ ბიზნესფორუმს დაესწრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა საქართველო-ფინეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის აღნიშნული ბიზნესფორუმის გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ფინეთის გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა. როგორც რევაზ ასათიანმა განაცხადა, საქართველოსთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ფინეთის გამოცდილების გაზიარება, რძის პროდუქტების, მარცვლეული კულტურებისა და თევზის წარმოების მიმართულებებით. მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს საქართველოში აგრარულ დარგში არსებული მდგომარეობა გააცნო, ახალგაზრდა ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ფინეთთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებული საქართველო-ფინეთის რიგით პირველი ბიზნესფორუმი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, რომელსაც ფინეთის ელჩი საქართველოში – არია მაკონენი, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს, ფინურ-ქართული სავაჭრო ასოციაციის და მსხვილი ფინური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები