ლავროვმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება გაიხსენა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გაიხსენა და ის ტერორისტული საფრთხით ახსნა. „საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ კი პანკისის ხეობაში მაშინ საქართველოს მოქალაქეებს ძალიან ცუდი ადამიანები წვრთნებს უტარებდნენ. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან სავიზო რეჟიმი აქვს დაწესებული, ხოლო ბელორუსიას -არა – განაცხადა ლავროვმა ბელორუსიასთან სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ ამჟამად ბელორუსია და რუსეთი ვიზების ორმხრივი ცნობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობენ და ეს პროცესი მალე დასრულდება. მან ასევ დაამატა, რომ ეს გადაწყვეტილება საზღვარზე ბელორუსიის და რუსეთის მოქალაქეების გადაადგილებას არ გაართულებს. რამდენიმე დღის წინ ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სასაზღვრო და საბაჟო წესების გამკაცრებას „შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოჰყვეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები