თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს

პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას და 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას ითვალისწინებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, პარლამენტს საქართველოს მთავრობის წინადადება წარედგინა, რომლის მიხედვითაც, 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებით, უნდა შეიქმნას 7 ახალი მუნიციპალიტეტი. ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანებით, იქმნება გორის მუნიციპალიტეტი. ამავე პრინციპით, შეიქმნება ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები. კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება.თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს. პროექტის ავტორი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები