სოლომონ პავლიაშვლი: წყლის რესურსების მდგრადი მართვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია

გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პროექტის – „დაზოგე წყალი“ საპილოტე ეტაპის დასრულების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

„მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო, კერძო კომპანიებთან ერთად, აგრძელებს გარემოსდაცვით საკითხებზე თანამშრომლობას. ამ სფეროში ყველა ინიციატივა და იდეა მნიშვნელოვანია და წყლის რესურსების მდგრადი მართვა ჩვენი ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში მტკნარი წყლის დეფიციტია, ჩვენი ქვეყანა კი მდიდარია წყლის რესურსებით და ეს გვაკისრებს ვალდებულებას, რომ ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ. ჩვენი მიზანია, მდგრადი გამოყენებით, წყლის საერთო ხარჯისა და დანაკარგების შემცირება. მისასალმებელია ახალგაზრდების ენთუზიაზმი და გულწრფელი ინტერესი გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ,“ – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ამასთან, გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ლაგოდეხის ნაკრძალის ერთდღიანი საგზური გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები