ზურაბიშვილი თვითმმართველობებზე: დემოკრატიიდან ცენტრალიზებული მმართველობისკენ გადასვლა, ქვეყნის რეპუტაციაზე კარგად არ აისახება

თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თვითმმართველობის ახალი რეფორმა გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მიუღებელია თვითმმართველი ქალაქების არსებობა, რადგან მათ აქვთ თავიანთი ბიუჯეტი, უფლებამოსილებები და მათი კონტროლი რთულია. „ ჩვენ უნდა წავიდეთ ისეთი ტიპის თვითმმართველობისკენ, რომელიც იქნება ეფექტური, რეალურად იმუშავებს და საზოგადებას და ხალხს წაადგება. ეს აუცილებლად მოიაზრებს ბევრ თვითმმართველ ქალაქს. ბევრი თვითმმართველი ქალაქი თავის დროზეც არ იყო მისაღები „ოცნების“ უმრავლესობისთვის. ბევრი თვითმმართველი ქალაქი ნიშნავს, რომ გაცილებით რთულია მისი კონტროლი. მას უნდა ჰქონოდა შესაბამისი ბიუჯეტი, უფლებამოსილებები. რეალურად, ქალაქებს სუსი მართავს და გადაწყვიტეს, დაეზოგათ თანხები. მაინც აქედან იმართება ეს ქალაქები. როდესაც დემოკრატიიდან გადმოდიხარ ცენტრალიზებული მმართველობისკენ, მაიცდამაინც კარგად არ აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები