დაპირისპირება პარლამენტში – „შენ უნდა იჯდე ციხეში“ (ვიდეო)

„შენ უნდა იჯდე ციხეში“, – ასე მიმართა პარლამენტში შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ „პატრიოტთა ალიანსის”  საპარლამენტო წევრს, ადა მარშანიას, რომელიც სხდომის დახურვას ითხოვდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადა მარშანიამ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეს  მიმართა, რომ სხდომა დახურულიყო. სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარებაზე, ქართული ენის უფლებრივ მდგომარეობაზე მსჯელობდნენ. დაპირისპირება დეპუტატ ადა მარაშანიას განცხადებას მოჰყვა. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ადა მარშანიას მიმართა, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს.

„შენ უნდა იჯდე ციხეში“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

„მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები, თქვენ – აქ ხართ მოსული საპროვოკაციოდ. შეიტანეთ, საბრალდებო დასკვნა პროკურატურაში, თუ რატომ უნდა ვიჯდე ციხეში, მე – ადა მარშანია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

დაპირისპირება მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები