2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობამ 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის I კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19,1%-ით გაიზარდა და 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
2017 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 7,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 16,1%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2017 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 48,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,0% – საშუალო, ხოლო 30,9% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში:
მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,9%, საშუალოზე – 24,6%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.5%. საქსტატის ცნობით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, 10,9 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 7.0 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7 %-ით მეტი ). დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 605,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,0%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,2% ქალია, ხოლო 59,8% – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,1% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 570,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 5,5%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე – 1765,5 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,2 %-ით მეტი ). საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1024,0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 101,6 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა შეადგინა – 776,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 89,3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1154.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1133.4 ლარი, მცირე ბიზნესი – 827.9 ლარი. 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,0% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 11,1%-იანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,1%-იანი წილით და მშენებლობა – 7,8%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 26,0% – სხვა დარგებზე ნაწილდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,6%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა ვაჭრობა (18,4%) და მშენებლობა (16,4%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება – 10,2%-იანი წილით,ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33,4 პროცენტიანი წილი უჭირავს. 2017 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა.
ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობები დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,5%, 13,7% და 10,3% -იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობაზე (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (8,2%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,4%). რეგიონების მიხედვით, მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 72.6%, აჭარის ა.რ. – 6.5%, ქვემო ქართლი – 6.4%, იმერეთი – 4.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.2% რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 64.0%, ქვემო ქართლი – 9.0%, აჭარის ა.რ. – 8.1%, იმერეთი – 6.1%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.2%. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 64.9%, აჭარის ა.რ. – 9.1%, იმერეთი – 6.8%, ქვემო ქართლი – 5.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9%. სტატისტიკურმა გამოკვლევამ არ მოიცვა: საქმიანობის სექტორები K, O, T, U საცალო ვაჭრობა ბაზრებსა და ბაზრობებზე გამოკვლეული საწარმოები კლასიფიცირდებიან: ძირითადი საქმიანობის შესაბამისად, ფაქტიური მისამართის შესაბამისად. ადგილობრივი საქმიანობის სახის ერთეულის, როგორც სტატისტიკური ერთეულის შემოღებამდე, თბილისში ჩართულია რამდენიმე მსხვილი საწარმო: შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“; შპს „საქართველოს ფოსტა“, შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“; სს „სილქნეტი“; შპს „საქართველოს რკინიგზა“; სს „ენერგო-პრო ჯორჯია“; სს „საქენერგორემონტი“; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ და ა. შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები