„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2016-2017 წლის სამთო სათხილამურო სეზონი დაასრულა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2016-2017 წლის სამთო სათხილამურო სეზონი დაასრულა.

როგორც „კვირას“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს, კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე ერთდროულად 9 ახალი საბაგირო აშენდა, რამაც ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო. სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები, საშუალებას იძლევა, ზუსტად იქნეს დათვლილი ვიზიტორთა რაოდენობის .
„ბოლო წლებში, საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2010-2017 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 364%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. 2015-2016 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით 2016-2017 წლები საგრძნობლად პროგრესირებს. ვიზიტორების რაოდენობა 37%-ით არის გაზრდილი. გუდაურის წლევანდელი სეზონი, გასულ წლებთან შედარებით, საუკეთესო იყო. 2016-2017 წლებში კურორტზე 276634 ვიზიტორი დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობამ 37%-ით, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობამ 59 %-ით მოიმატა. რაც შეეხება ბაკურიანს, 2016-2017 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2015- 2016 წლებთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 25 %-ით, ხოლო გაყიდული მრავალჯერადი ბილეთების რაოდენობა კი 58 %-ით გაიზარდა. ბაკურიანს 2016-2017 წლის სეზონზე 115317 ვიზიტორი ეწვია. სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2016-2017 წლის სათხილამურო სეზონზე 8948 ვიზიტორი დაფიქსირდა, ჰაწვალზე კი 7321 მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მეორე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს.
2016-2017 წლის სეზონზე გოდერძის 4491 ვიზიტორი ეწვია. საქართველო, როგორც მთის კურორტების დანიშნულების საინტერესო ადგილი, საერთაშორისო ექსპერტის, ლორან ვანატის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა, სადაც ავტორი მიმოიხილავს მთის კურორტების პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებს. საერთაშორისო ექსპერტი წლევანდელ ანგარიშში, მოწინავე ევროპულ კურორტებთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანიშნულების ადგილად განიხილავს“, – ნათქვამია „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები