ტურინში „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჭყლეტის გამო 600-მდე ადამიანი დაშავდა

ტურინში, სან-კარლოს მოედანზე მომხდარი ჭყლეტის გამო 600-მდე ადამიანი დაშავდა. ინციდენტი „რეალის“ მიერ „იუვენტუსის“ კარში გატანილი მესამე გოლის შემდეგ მოხდა, როდესაც მოედანზე ასაფეთქებლის ხმა გაისმა. ადგილზე ტურინის ”იუვენტუსის” დაახლოებით 30 ათასამდე გულშემატკივარი იყო შეკრებილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე პიროტექნიკა აფეთქდა. ადგილზე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია ტერაქტის შესახებ, რამაც შეკრებილებში პანიკა და შემდეგ ჭყლეტა გამოიწვია.
დაშავებულთაგან 7 მძიმე მდგომარეობაშია, აქედან ერთი 7 წლის ბიჭია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები