რუსეთში კაცმა 8 ადამიანი მოკლა
რუსეთში, ტვერის ოლქში კონფლიქტის დროს მამაკაცმა 8 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაღუპულებს შორის 2 ქალი და 6 კაცი.
მკვლელობა ერთ-ერთ დასახლებაში მიმდინარე ღონისძიების დროს მოხდა. დამნაშავემ კონფლიქტის შემდეგ სახლიდან იარაღი აიღო და იქ მყოფების მიმართულებით ისროლა. დაღუპულებს შორის არიან დაპირისპირების მონაწილეებიც და მოწმეებიც, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ, მკვლელი დაკავებულია.