რომან კაკულია: შესაძლოა, ბუნებრივ აირზე ტარიფი გაიზარდოს

„შესაძლოა, ბუნებრივ აირზე ტარიფი გაიზარდოს“, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს.
კაკულია ვარაუდობს, რომ გაზის კომპანიების მოთხოვნა, რომელიც ტარიფების გაზრდას შეეხება, ლოგიკურია.
”მოლოდინი მეც ისეთი მაქვს, რომ ლოგიკა არის მათ მოთხოვნაში. უკვე ძალიან ბევრი წელია, ტარიფის ზრდა არ მომხდარა. პრინციპში, იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარება იზრდება, რასაც ტარიფის ფორმირებაში აქვს მნიშვნელობა, შენიშვნა იქნება და ალბათ, უნდა ველოდოთ გარკვეულ გაძვირებას. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ, რამდენად ლოგიკურია საერთოდ გაზრდა და შემდეგ ნეგატიური ეფექტები მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები