მინდია ჯანელიძე ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კაი კაარელსონს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე, მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება უსაფრთხოების კუთხით და შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე კრიზისების მართვის სფეროში.
მინდია ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ესტონეთთან ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებული პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერისთვის, ასევე, აღნიშნა, რომ ესტონეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მხარდაmჭერი ქვეყანაა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.
თავის მხრივ, ესტონეთის ელჩმა განაცხადა, რომ ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და საქართველოს მხარდამჭერ პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი ესტონეთის დელეგაციას უმასპინძლებს.
ვიზიტის მიზანი კრიზისების მართვის სფეროში ქართული გამოცდილების გაზიარება და ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები