3 ივნისს ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება

“3 ივნისს, თბილისის ივენთ ჰოლში, ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება”,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის და ფიტნესის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა და „ ასპრია ფიტნესის“ ფიტნესმენეჯერმა, არჩილ იანვარაშვილმა განაცხადა.
იანვარაშვილის განმარტებით, ჩემპიონატში სპორტსმენები 9 სხვადასხვა კატეგორიაში იასპარეზებენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები, მედლებთან ერთად, ფულად ჯილდოებს, აბსოლუტური ჩემპიონები კი „ასპრიას“ თასს მიიღებენ.
​ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი წელს უკვე მესამედ ტარდება და მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქების წარმომადგენელი 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
„ ჩემპიონატში მონაწილეობას დაახლოებით 90-მდე სპორტსმენი მიიღებს. გვაქვს 9 კატეგორია. მათ შორის, ბოდიბილდინგი, კლასიკური ბოდიბილდინგი, მენს ფიზიკი, ბიკინი…. არიან როგორც ახალგაზრდა, ისე დამწყები სპორტსმენები. ბოდიბილდინგსა და კლასიკურ ბოდიბილდინგში უფრო გამოცდილი სპორტსმენები არიან, ასაკი შეზღდული არ არის. უმეტესად, 40 წლამდე ასაკის ათლეტები, ახალგაზრდები და დამწყებები გვყავს. ეს იქნება სანახაობრივი წარმოდგენა, შოუ. 7 ძირითადი პოზის შემდეგ, იქნება გამოსვლა მუსიკის თანხლებით, სადაც თითოეული ათლეტი თავის თავს წარმოადგენს. ჩემპიონატზე იქნება პირველი, მეორე და მესამე ადგილები. არის მედლები, ფულადი პრიზი, გვაქვს, ასევე, „ასპრიას თასი“, რომელიც აბსოლუტურ ჩემპიონს გადაეცემა. პირველ ადგილზე გასული სპორტსმენები მოიპოვებენ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებზე იასპარეზონ“, – განაცხადა არჩილ იანვარაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები