შაშიანში არასრულწლოვანი ძმები თანასოფლელმა დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია

სამართალდამცავებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მოხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.
ორი არასწრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე, ამავე სოფლის მცხოვრები დააკავეს. მიმდინარეობს ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა.
წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, ორი დღის წინ, ღამის საათებში, სოფელ შაშიანის სასაფლაოზე, 15 და 17 წლის ძმები დაჭრეს, ისინი გურჯაანის საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები