პრეზიდენტი გახმაურებულ საქმეებზე: საქართველოს იმიჯი სეიროზული დარტყმის ქვეშ არის

“საქართველოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლისა და სახელმწიფო აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეებს.
როგორც პრეზიდენტმა სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც გენერალური აუდიტორი გეუბნება, რომ მასზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოხდა თავდასხმა, აქ „ვიდეოკასეტებით“ ომი კი არა,  სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა ხდებოდეს.
„რამდენიმე დღის წინ, თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა ეს ადამიანი. მთელ საზოგადოებას ბავშვურ ფოკუსს აჩვენებ. ვზივართ და უნდა მოვიფიქროთ, როგორ ხდება ასეთი რამ, რომ ადამიანი „ა“ პუნქტში ქრება, „ბ“ პუნქტში ჩნდება. ეს იგივეა, ბავშვს რომ ფოკუსს გაუკეთებენ. არ ვიცი, ვის უნდა ვკითხოთ – კოპერფილდს უნდა ვკითხოთ, თუ ვადაჭკორიას უნდა ვკითხოთ, რანაირად შეიძლება მოხდეს „ა“ პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და „ბ“ პუნქტში გაჩენა. თურმე, მშვიდად უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ამით სახელმწიფოს იმიჯი ილახება. როდესაც გენერალური აუდიტორი გეუბნება, რომ მასზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოხდა თავდასხმა, აქ „ვიდეოკასეტებით“ ომი კი არ უნდა იყოს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები