ირაკლი კობახიძე აფგან მუხთარლის საქმეზე – პარლამენტი ჩართული იქნება ამ პროცესში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მალე დასრულდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტს ამ საკითხზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ექნება.
„ჩვენ სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ აზერბაიჯანული ოფიციალური მხარის ვერსია, ასევე, ადვოკატის ვერსია. გაკეთდა განცხადება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ჯერჯერობით, წარიმართება გამოძიება. რა თქმა უნდა, პარლამენტი ჩართული იქნება ამ პროცესში. კერძოდ, გვექნება კომუნიკაცია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ნათელი მოეფინება თავიდან ბოლომდე ამ საქმეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები