მსოფლიოში ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსანი“

3 ივნისს, 19:00 საათზე,  ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მსოფლიოში ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსნის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი საიუბილეო გამოცემაა და  შოთა რუსთაველის 850 წლისთავს ეძღვნება.
წიგნის ყველა ეგზემპლარი შეკერილია ხელით, წარმოადგენს საკოლექციო გამოცემას და
ყველაზე პატარა ზომის „ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოში (3.5X3.7სმ.)
გამოყენებულია XVII საუკუნის კალიგრაფისტის, მამუკა თავაქარაშვილის და უცნობი მხატვრის მინიატურები „ვეფხისტყაოსანის“ „წერეთლისეული“ ნუსხიდან, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ტექსტი აღებულია 1937 წლის რედაქციიდან.
წიგნი დაბეჭდილია ტილოს ქაღალდზე, ყდა – ნატურალური ტყავი, რომელსაც აკრავს თითბრის გრავირებული ფირფიტები.
გამოცემა დანომრილია, თან ახლავს მაინდენტიფიცირებელი სერტიფიკატი, გამადიდებელი შუშა და სასაჩუქრე ყუთი.
„ვეფხისტყაოსანი“ გამომცემლობა „მინიატურამ“ დასტამბა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები