აფგან მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის და პროკურატურის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გადაკვეთა.
„აფგან მუხთარლი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონში 29 მაისს, 22:40 საათზე დააკავეს, მან საზღვარი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდით ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა. მუხთარლი არ დაემორჩილა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და დაკავებისას გაქცევა სცადა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ჩხრეკის დროს, აფგან მუხთარლის 10 ათასი ევრო და „საქართველოს ბანკის“ ბარათი აღმოაჩნდა.
ცნობისთვის, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. ბაქოს საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მუხთარლის ბრალი წაუყენეს კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები