შსს-ში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შს მინისტრის მოადგილეებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები – იოსებ გოგაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე ხვდებიან. უწყებაში განმარტავენ, რომ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში – იან კელი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი – ჰაიკე რენატე ფეიჩი, შვედეთის სამეფოს ელჩი -მარტინა ქვიკი, იტალიის რესპუბლიკის ატაშე – მასიმო მოსონი, ლიტვის, უნგრეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები