პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ალასკაზე და სამხრეთ კორეაში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებზე შესაბამისად უპასუხებს

შეერთებული შტატების მიერ ალასკაზე და სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე რუსეთი შესაბამისად უპასუხებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ალასკაზე, ახლა კი უკვე სამხრეთ კორეაში, აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ელემენტები გაჩნდა. ნატოს ბაზები ჩვენს საზღვრებს უახლოვდება. იზრდება მათი კონტინგენტის რაოდენობა. ჩვენ რას უნდა ვაკეთებდეთ? ვუყუროთ ამ ყველაფერს და არაფერი მოვიმოქმედოთ? არა, ეს არ იქნება, ჩვენ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს დასავლეთის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის მაგალითია და ის მსოფლიოს მილიტარიზაციის დაჩქარებას გამოიწვევს.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესება მოსკოვის ინტერესებში არ შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები