დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს უპასუხა

Hillary Clinton and Donald Trump are tightening their grips on the Democratic and Republican presidential nominations.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჰილარი კლინტონს უპასუხა, რომელმაც არჩევნებში საკუთარ დამარცხებაში ფეისბუქი და „დემოკრატიული პარტიის“ ნაციონალური კომიტეტი დაადანაშაულა.
როგორც ტრამპმა ტვიტერში დაწერა, ამით კლინტონი თავისი წარუმატებლობის გამართლებას ცდილობს. „კლინტონი ყველას ადანაშაულებს, საკუთარი თავის გარდა. არ სურს აღიაროს, რომ საშინელი კანდიდატი იყო“, – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.
კლინტონმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ფეისბუქის საშუალებით, მის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. რაც შეეხება „დემოკრატიული პარტიის“ ნაციონალურ კომიტეტს, ის, ჰილარი კლინტონის აზრით, მას  საპრეზიდენტო არჩევნებში არასათანადოდ ეხმარებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები