პუტინმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში რუსოფობია საკმაოდ მაღალ დონეზეა

ზოგიერთ ქვეყანაში რუსოფობია ძალზე მაღალ დონეზეა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში საინფორმაციო სააგენტოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ეს იმის გამო ხდება, რომ ახლა მრავალპოლუსიანი მსოფლიო ყალიბდება, რაც მონოპოლისტებს არ მოსწონს. რუსეთიც თავისი ინტერესებისთვის იბრძვის – თავისი კანონიერი ინტერესებისთვის“ – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსოფობიური განწყობები განწირულია და მსოფლიოში მათ კონტრპროდუქტიულობაში დარწმუნდებიან.
რამდენიმე დღის წინ გაზეთ Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები იმ შემთხვევაში გამოსწორდება, თუ ვაშინგტონი ანტირუსულ რიტორიკას შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში აღარ გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები