რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი: მეუფე პეტრე ცაავას საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილავენ

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა, იოანემ განუცხადა. მისი თქმით, მეუფე პეტრეს ქმედებებსა და განცხადებებს სინოდი გარკვეულ შეფასებას მისცემს.

“სინოდი განიხილავს მის საკითხს. ეს არ არის კერძოდ ჩემი გადასაწყვეტი ან სათქმელი. ჩვენ არ ვიცით წინასწარ თარიღი, როდის განიხილება ეს საკითხი”, – აღნიშნა რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა.

წმინდა სინდის სხდომა წელიწადში ორჯერ, შობამდე და აღდგომის შემდეგ იმართება. სინოდის სხდომის თარიღს და სხდომაზე განსახილველ საკითხებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები