კენიაში ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა

კენიაში მომხდარ ტერაქტს 8 ადამიანი, მათ შორის პოლიციის შვიდი ოფიცერი ემსხვერპლა. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, პოლიციელების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა.
პოლიციელები კენიასა და სომალის საზღვარზე პატრულირებას ახორციელებდნენ. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა „აშ-შაბაბის“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს.
ეს დაჯგუფება „ალ ქაიდასთან“ არის დაკავშირებული და აქტიურად მოქმედებს სომალისა და აფრიკის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები