სომხეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალება

სომხეთში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  მოწევა აიკრძალება.
ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლევონ ალთუნიანმა განაცხადა.
„შესაბამის კანონს მთავრობა პარლამენტს მიმდინარე წლის ნოემბერში წარუდგენს. ამის შედეგად, სომხეთში მწეველთა რაოდენობა 30-40%-ით შემცირდება”, -განაცადა ალთუნიანმა.
მინისტრის განცხადებით, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოწევის საწინააღმდეგო სტრატეგია შეიმუშავა. მისი ერთ-ერთი პუნქტია ყველა დახურულ საზოგადოებრივ ადგილას თამბაქოს მოწევის აკრძალვა. ალთუნიანმა ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება თამბაქოს პროდუქციაზე გადასახადის გაზრდა, რაც მის ფასებს გაზრდის და მოხმარებას შეამცირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები