რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტუ-154“-ის კატასტროფის მიზეზები დაასახელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, რომ 2016 წლის დეკემბერში სოჭის მახლობლად თვითმფრინავმა „ტუ-154“-მა კატასტროფა პილოტის შეცდომის გამო განიცადა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ავიალაინერის მეთაურმა სივრცეში ორიენტაცია დაკარგა.
ამ ინფორმაციის მიხედვით,მ სივრცეში ორიენტირების დაკარგვის შემდეგ კაპიტანმა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო. თავდაცვის სამინისტრომ ყველა ადრე გამოთქმული ვერსია უარყო, მათ შორის საწვავის შევსებისას დაშვებული შეცდომა ან თვითმფრინავის ზედმეტი წონა. სამხედრო უწყების გარდა, რომელსაც ავიალაინერი ეკუთვნოდა, კატასტროფის მიზეზების გამოძიებამ თვითმფრინავის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
სოჭის მახლობლად ავიაკატასტროფა 2016 წლის 25 დეკემბერს მოხდა, „ტუ-154“ სირიაში მიფრინავდა. მის ბორტზე მყოფი 92-ვე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები