შეერთებულმა შტატებმა ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა. ახლა სავიზო განაცხადის შევსებისას, აუცილებელია სოციალურ ქსელებში რეგისტრაციის სახელის მითითებაც კი.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ახალი წესების მიხედვით, აშშ-ის საკონსულოების თანამშრომლები მოითხოვენ ვიზის მიღების მსურველთა საზღვარგარეთ გამგზავრების სრულ ჩამონათვალს ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველა წინა პასპორტის ნომერს, ასევე, ბოლო 15 წლის ბიოგრაფიას და ინფორმაციას სამსახურის შესახებ.
ოფიციალურად, ამ კითხვებზე პასუხი სავალდებულო არ არის, მაგრამ ანკეტაში აღნიშნულია, რომ პასუხებზე უარის თქმამ შეიძლება, ვიზის გაცემის გადაწყვეტილებაზე  იმოქმედოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები