ფილიპინების სამხედრო-საჰაერო ძალებმა საკუთარი სამხედროები დაბომბეს – დაიღუპა 10 ადამიანი

ათი ფილიპინელი სამხედრო დაიღუპა ქალაქ მარავის მახლობლად ავიადარტყმის შედეგად, რომელიც ფილიპინების საჰაერო ძალებმა საკუთარ სამხედროებზე შეცდომით განახორციელეს. კიდევ 8 სამხედრო დაჭრილია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ინციდენტის გამოძიება უკვე დაწყებულია. ქალაქ მარავიში უკვე ერთ კვირაზე მეტია, შეიარაღებულ ძალებსა და ისლამისტ „ბოევიკებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში, ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ კუნძულ მინდანაოზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებები 23 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილიპინელმა სამხედროებმა ადგილობრივი ისლამისტების ლიდერის, ისნილონ ხაპილონის დაკავება სცადეს. ამის შემდეგ, „ბოევიკებმა“ ქალაქი მარავი დაიკავეს, რომელშიც 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები