თურქეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

თურქეთში, ერაყის საზღვრის მახლობლად, სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. კატასტროფა შირნაქის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 13-ვე სამხედრო დაიღუპა. ვერტმფრენი AS 532 Cougar-ი აეროდრომიდან აფრენის შემდეგ, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს წამოედო და კატასტროფა განიცადა.
ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები