მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა

​მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა. მას სათავეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი – ზორან ზაევი ჩაუდგება. კენჭისყრაზე 120-მანდატიანი პარლამენტიდან მთავრობის ფორმირებას 62-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
​როგორც როიტერი იუწყება, საპარლამენტო არჩევნებში ყოფილმა მმართველმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ უმრავლესობის ფორმირება ვერ შეძლო, რითაც ოპოზიციურმა ძალებმა ისარგებლეს და „სოციალ-დემოკრატებისა“ და სამი ალბანური პარტიისგან კოალიცია ჩამოაყალიბეს. ამ კოალიციამ კი სპიკერად სწორედ თალეთ ჯაფერი აირჩია, რასაც საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები