ამერიკელმა მსახიობმა ტრამპის „მოჭრილი თავით“ ფოტო გადაიღო

ამერიკელმა მსახიობმა ქალმა ქეით გრიფინმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მოჭრილ თავთან“ ერთად ფოტო გადაიღო. მომხდარით უკვე დაინტერესდნენ ამერიკული სპეცსამსახურები. თავად ტრამპმა ამ ფაქტს ამაზრზენი უწოდა და განაცხადა, რომ ფოტომ მისი 11 წლის შვილი შოკში ჩააგდო. „ქეით გრიფინს უნდა რცხვენოდეს. ჩემმა შვილებმა ეს ფოტო რომ ნახეს, ძალზე განიცადეს ეს ფაქტი“ დაწერა ტრამპმა ტვიტერში. გრიფინის ეს ხუმრობა საპრეზიდეწტო არჩევნებში დონალდ ტრამპის ძირითადი ოპონენტის, ჰილარი კლინტონის შვილმა ჩელსიმ გააპროტესტა. „ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობაზე ხუმრობა სასაცილო არასოდეს იქნება“ განაცხადა ჩელსი კლინტონმა. თავად ქეით გრიფინმა ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ „ზედმეტი მოუვიდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები