რუსეთმა 5 მოლდაველი დიპლომატი გააძევა

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 5 მოლდაველი დიპლომატი გააძევა. ასე უპასუხა მოსკოვმა კიშინიოვიდან რამდენიმე დღის წინ 5 რუსი დიპლომატის გაძევებას. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. „ხუთი მოლდაველი დიპლომატი რუსეთში “პერსონა ნონ გრატად“ არის გამოცხადებული. მათ 3 დღის ვადაში ქვეყანა უნდა დატოვონ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მოლდავეთმა რუსი დიპლომატები ქვეყნიდან ორშაბათს გააძევა. მოსკოვში მაშინ განაცხადეს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები