ირანმა კოსმოსში ადამიანის გაგზავნა გადაიფიქრა

ირანმა უარი თქვა კოსმოსურ პროგრამაზე, რომლის მიხედვით კოსმოსში ადამიანის გაგზავნა იგეგმებოდა. ამის შესახებ სააგენტო ILNA იუწყება.
თეირანმა გადაწყვიტა, რომ პროექტი ძალზე ძვირია. მომდევნო 15 წლის განმავლობაში ამ პროგრამაში 15-20 მილიარდი დოლარის ინვესტირება იყო აუცილებელი.
ცნობისთვის, 2013 წელს ირანმა კოსმოსში მაიმუნი გააგზავნა. მაშინ თეირანში განაცხადეს, რომ 2020 წლისთვის კოსმოსში ადამიანს გააგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები