აზერბაიჯანში სისხლის სამართლის ზოგიერთ დანაშაულზე ჯარიმები 20-ჯერ გაიზარდა

აზერბაიჯანის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით ზოგიერთი სახის დანაშაულზე ჯარიმა 20-ჯერ გაიზრდება. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა პარლამენტარებმა ცვლილებები შეიტანეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვით ასევე გაზრდილია ჯარიმების ოდენობა.
კანონპროექტის ინიციატორი სამართლებრივი პოლიტიკის და სახელმწიფო აღმშენებლობის კომიტეტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები