თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამი სამხედრო დაიღუპა

სამი თურქი სამხედრო დაიღუპა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებთან“ შეტაკების დროს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
შეტაკება დიარბაკირის პროვინციაში მოხდა. ოპერაციაში ავიაციაც მონაწილეობდა, რომელმაც რამდენიმე „ბოევიკი“ გაანადგურა.
ქურთ „ბოევიკებსა“ და თურქ სამხედროებს შორის 2015 წლამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებდა, მაგრამ უკვე მეორე წელია ამ რეგიონში შეტაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები