სახლში, სადაც ჯონ ლენონი ცხოვრობდა, პოლიციამ 3 ცხედარი აღმოაჩინა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში, იმ ბინაში, სადაც ადრე ლეგენდარული მომღერალი ჯონ ლენონი ცხოვრობდა, პოლიციამ ქალის და ორი ბავშვის ცხედრები აღმოაჩინა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მომხდართან დაკავშირებით, 30 წლის მამაკაცია დაკავებული. პოლიცია ადგილზე მეზობლების ზარის შემდეგ მივიდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.
ჯგუფ „ბითლზის“ სოლისტი ჯონ ლენონი ამ ბინაში თავის პირველ ცოლთან ერთად 1962-1968 წლებში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები