საქართველოს პრეზიდენტი ქაბულში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი ქაბულში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და აღნიშნულის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ავღანელ ხალხსა და ხელისუფლებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ტერაქტის შედეგად, დაღუპულია ასამდე ადამიანი, 300-ზე მეტი კი დაიჭრა. უცხოური დიპლომატიური მისიების კვარტალში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები