ბათუმს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია

დღეს აჭარას პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა მეუღლესთან, აგატა კორნჰაუზერთან ერთად ეწვია. მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტსა და პირველ ლედს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან, მთავრობის წევრებთან და პოლონეთის ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან ერთად დახვდა.
პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია 15 პოლონელი ჟურნალისტი, რომლებიც აჭარაში მიმდინარე ვიზიტს გააშუქებენ და რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ.
საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის დელეგაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად, გონიო – აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს დაათვალიერებს, რის შემდეგაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პოლონეთის პრეზიდენტისა და აჭრის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას პოლონეთის დელეგაციის წევრები, აჭარის მთავრობის მინისტრები და ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი დაესწრებიან. მოგვიანებით კი ანდჟეი დუდა და ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში მეუღლეებთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გაისეირნებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები