ქაბულში აფეთქების შედეგად „ბი ბი სის“ თანამშრომელი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად „ბი ბი სის“ თანამშრომელი, მუჰამედ ნაზირი დაიღუპა. კიდევ ოთხი ჟურნალისტი ტერაქტის დროს დაიჭრა.
ძლიერი აფეთქება ქაბულში ოთხშაბათს დილით, საელჩოების კვარტლის მახლობლად მოხდა. ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 90 და დაიჭრა 350 ადამიანი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები