ადა მარშანია: პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან არ გვაქვს, დევნილები ვერ ბრუნდებიან სახლებში

„პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან არ გვაქვს, ამასობაში, ვერ ბრუნდებიან დევნილები სახლებში და დღითიდღე ვკარგავთ ხან ერთ სოფელს, ხან – მეორე სოფელს“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, ის ვერ ხედავს ქმედით ნაბიჯებს და სტრატეგიას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამისთვის კი რუსეთთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის დაწყებაა აუცილებელი.
„მინიმუმ, რუსეთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა რეგიონში. ჩვენ არ გვსურს მტრობა, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა ჩვენს შორის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ნამდვილად უნდა მოვძებნოთ მშვიდობიანი გზები. პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან არ გვაქვს, ამასობაში, ვერ ბრუნდებიან დევნილები სახლებში და დღითიდღე ვკარგავთ ხან ერთ სოფელს, ხან – მეორე სოფელს. პოლიტიკური დიალოგი საჭიროა, თუნდაც ამ პროცესების შესაჩერებლად. რა მძიმე დღეში ვართ ჩვენ, რომ მე მიხდება ამის თქმა. ვგულისხმობ საზღვრების გადაწევას არა მარტო ცხინვალის რეგიონის სოფლებში, არამედ მაგალითად, შატილის საძოვრებს, სოფელ ფიჭვებში“, – განაცხადა მარშანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები