ტრამპმა მსოფლიო ლიდერებს მასთან პირად მობილურზე დაკავშირება სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიო ლიდერებს საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი მისცა და მასთან დაკავშირება სწორედ ასეთი გზით სთხოვა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტრამპმა უკვე გადასცა პირადი ნომერი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრიუდოს და მექსიკის პრეზიდენტს, ენრიკე პენია ნიეტოს. ჯასტინ ტრიუდომ ტრამპს პირად ნომერზე ერთხელ უკვე დაურეკა.
პირადი მობილური ტელეფონი ტრამპს ემანუელ მაკრონმაც მისცა, თუმცა ისარგებლეს თუ არა ორი ქვეყნის ლიდერებმა კავშირის ამ ფორმით, უცნობია.
სააგენტო წერს, რომ ტრამპის ასეთი გადაწყვეტილება დიპლომატიურ პროტოკოლს არღვევს, ასევე, ამის გამო მოლაპარაკების დეტალების საიდუმლოდ შენახვა შეიძლება ვერ მოხერხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები