უკრაინაში რუსეთის მიერ „ჰიბრიდული“ ომის წარმოების ფაქტზე საქმე აღიძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება.
„აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოების საქმეზე. საქმე აღძრულია აგრესიული ომის ან სამხედრო კონფლიქტის მომზადების და გაჩაღების საქმეზე” – აცხადებენ უშიშროების სამსახურში.
საქმეს თან ერთვის რუსეთის სპეცსამსახურების შესახებ მასალები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ დივერსიულ საქმიანობას ეწეოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები