ზვიად ძიძიგური: პრეზიდენტი ხელს მოაწერს თუ არა, ვერ გეტყვით, ვანგა არ ვარ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგური საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების პროცესის დასასრულს ეხმაურება.
მისი მოსაზრებით, საქართველო მშვენიერ კონსტიტუციას იღებს. მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, მან ისიც განმარტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, შენიშვნებითურთ, პარლამენტში იმიტომ შედის, რომ დოკუმენტი ყველამ ერთად განიხილოს და არგუმენტები წარადგინონ.
“პრეზიდენტი ხელს მოაწერს თუ არა, ვერ გეტყვით, ვანგა არ ვარ. განცდა მაქვს, რომ მშვენიერ, კარგ კონსტიტუციას ვღებულობთ და ამ პროცესს მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს“, – დასძინა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც სახალხო ფორმატში ცვლილებებზე მსჯელობა დასრულდება, პროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები