ერაყში მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ ხითში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. მომხდარის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ას-სუმარია“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი ხალხმრავალ ადგილას ააფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ერაყში 2 დღეში 4 ტერორისტული აქტი მოხდა, აქედან ორი – ბაღდადში. დაიღუპა ათობით და დაშავდა ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები