რუსულმა ხომალდებმა სირიაში “ისლამურ სახელმწიფოზე” სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსულმა ფრეგატმა, „ადმირალი ესენი“ და წყალქვეშა ნავმა „კრასნოდარი“ სირიის ქალაქ პალმირას მახლობლად მდებარე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
კერძოდ, სარაკეტო დარტყმა ტერორისტების ჯავშანტექნიკაზე და ცოცხალ ძალაზე განხორციელდა. ყველა სამიზნე განადგურებულია.
რუსეთი სირიაში მიმდინარე ოპერაციაში 2015 წელს ჩაერთო. მას შემდეგ, იქ, ოფიციალური მონაცემებით, 30 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ოფიციალურად, რუსეთი სირიაში ტერორიზმს ებრძვის, თუმცა დასავლეთი მოსკოვს ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები