გაეროს ინფორმაციით, იემენში ჰუმანიტარული კატასტროფაა

გაეროს წარმომადგენელმა, სტივენ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ იემენი სრული სოციალური, ეკონომიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი კრახის წინაშე აღმოჩნდა. გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფაა და საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევს.
„იემენის მოსახლეობა იღუპება, იქ მძვინვარებს ომი, ეპიდემიები, შიმშილი. ეს ქვეყანა კრიზისის პირას კი არ არის, კრიზისი იქ უკვე დადგა“, – განაცხადსა ო’ბრაიენმა.
გაეროს ინფორმაციით, იემენში 7 მილიონი ადამიანი შიმშილის პირასაა. ჰუმანიტარული დახმარება 19 მილიონ ადამიანს სჭირდება.
იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები