აფეთქება ქაბულში – დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება დიპლომატიური კვარტლის მახლობლად მოხდა. იქ, სავარაუდოდ, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ტერაქტის შედეგად, დაჭრილია 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბევრი მძიმე მდგომარეობაშია.
ქაბულის ცენტრალური ნაწილი ამჟამად პოლიციას აქვს გადაკეტილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები