აშშ-ში ბალისტიკური რაკეტების მოგერიების წვრთნები გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტების მოგერიების წვრთნები გამართეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეს პირველი მსგავსი წვრთნებია მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტა კალიფორნიის ერთ-ერთი ავიაბაზიდან გაუშვეს და მან წყნარი ოკეანის თავზე მარშალის კუნძულებიდან გამოშვებული საწვრთნელი რაკეტა ჩამოაგდო.
წინა დღეს ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები