უკრაინის იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივის

უკრაინის იუსტიციის მინისტრი პაველ პეტრენკო ღირსების შელახვის გამო ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. მინისტრის განცხადებით, სააკაშვილი მასთან შეხვედრისას “იგინებოდა და ჩხუბის პროვოცირებას ცდილობდა”.
პეტრენკოს თქმით, დღეს სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე არასწორი ინფორმაცია გააჟღერეს, თითქოს უწყება ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის პარტიას არ არეგისტრირებს და მის მაგივრად ყალბი “მიხეილ სააკაშვილის ბლოკი” დაარეგისტრირა.
პეტრენკოს თქმით, სააკაშვილის პარტიას მაშინვე დაარეგისტრირებენ, როგორც კი შესაბამისი დოკუმენტები შევა უწყებაში.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს პარტიის რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ სააკაშვილის თანაგუნდელმა ოლგა გალაბალამ განაცხადა.
22 მაისს გავიგეთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ჩვენი პარტიის დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა. ამასთან, უწყებამ დაარეგისტრირა ყალბი “მიხეილ სააკაშვილის ბლოკი”, რომელსაც მასთან არავითარი კავშირი არ აქვს”, – განაცხადა ოლგა გალაბალამ.
მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აქცია გამართეს. აქციაზე ოდესის ყოფილი გუბერნატორის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.


 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები